Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი-,,მდინარეები- საქართველოს ცისფერი სისხლძარღვები"



     ცხრა დღის განმავლობაში გავეცანით და ვისწავლეთ პროექტებით სწავლება,ვისწავლე,როგორ გამოვიყენო პროექტები მოსწავლეების წარმატებისთვის,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.დღეს გავეცანით კოლეგების ნამუშევრებს პრეზენტაციის სახით და მოვისმინეთ შეფასებები.

Saturday, June 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის  და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამოდენიმე თვალსაზრისით.
 ვისწავლე რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა პროექტული საწავლების დროს.ვნახეთ რჩევები ყველა ტიპის დიფერენცირებულ მიდგომაზე.პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე დიფერენცირებლი სწავლების გრაფა.მოსწავლის თვითრეგულირებას ხელი შევუწყვე იმით რომ შევქმენი მოსწავლის დავალების ნიმუში.გეგმის პროცედურებში შევიტანე ცვლილებები. შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში.

Friday, June 24, 2016

მეშვიდე დღე



 მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები და ჩეკლისტები შინააარსის ათვისების და 21- საუკუნის უნარ_ჩვევების და მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შფასების რუბრიკა.განვიხილეთ შფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობაც.
 მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავუწერეთ განმავითარებელი კომენტარები.

Sunday, June 19, 2016

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს პროექტისათვის.კერძოდ, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული სავარჯიშოები,რომელიც დააფიქრებს საკანძო საკითხებზე და შეფასების ჩეკლისტზე

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ....
   ვისწავლე როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებეი,როგორ უნდა მოვიძიო საჭიროო ინფორმაცია.გამოვაქვეყნეთ საპრეზენტაციო ფაილები ბლოგზე.დავუწერეთ კომენტარები ჩვენი კოლეგების ნამუშევრებს.

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით
 განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგია,რომელიც დამეხმარება მოსწავლის წინარე ცოდნის გამოვლენაში,პროგრესის, გაგების დემონსტრირების გამოვლენაში.შევაფასებ მეტაკოგნიციას. 
    შევიმუშავე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები რომესაც გამოვიყენებ ჩემს პროექტში.
    შევქმენი საპრეზენტაციო ფაილი.